უკრაინელი თავდამსხმელი „დინამოში“ - თბილისელებმა ბილენკი ორი წლით დაიმატეს #1TVSPORT 
უკრაინელი თავდამსხმელი „დინამოში“ - თბილისელებმა ბილენკი ორი წლით დაიმატეს #1TVSPORT 

„დინამო თბილისის“ შემადგენლობაში სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. უკრაინელმა ფორვარდმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

სტანისლავ ბილენკის კონტრაქტი სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ აკავშირებს და 2021 წლის სეზონში იჯარით ბრესტის „დინამოში“ თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

უკრაინელი ფორვარდი დონეცკის „შახტარისა“ და „ოლიმპიკის“ აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც „ოლიმპიკის“ ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“, პოლონურ „ზაგლებიეში“ და უკრაინულ „რუხში“ ასპარეზობდა.

რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე ერთი მატჩია.

საკლუბო კარიერა

2017-2018 – დონეცკი ოლიმპიკი (37 მატჩი, 7 გოლი, 3 პასი)

2018-2019 – დუნაისკა სტრედა (10 მატჩი, 1 გოლი)

2019 – ზაგლებიე (19 მატჩი, 2 გოლი, 2 პასი)

2020 – რუხი (5 მატჩი)

2021 – ბრესტის დინამო (31 მატჩი, 14 გოლი, 4 პასი)

სანაკრებო კარიერა

2017 – უკრაინა U19 (1 მატჩი, 0)

2017-2018 – უკრაინა U21 (7 მატჩი, 2 გოლი)