უკრაინელი სპეციალისტი - წიტაიშვილს „ვორსკლაში“ თამაში წაადგება
უკრაინელი სპეციალისტი - წიტაიშვილს „ვორსკლაში“ თამაში წაადგება

უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ კუზნეცოვმა კიევის „დინამოს“ ქართული წარმომავლობის თავდამსხმელის, გიორგი წიტაიშვილის პოლტავასვორსკლაში“ იჯარით გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოლეგ კუზნეცოვი კიევის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის მცველი იყო. არის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე და 1986 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული.

„რა თქმა უნდა, ფეხბურთელი, რომელიც 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, პრემიერლიგის გუნდის სათადარიგოებში ყოფნით კმაყოფილი არ იქნება. ამ ასაკში უნდა ითამაშო. „დინამოში“ ამ პოზიციაზე ციგანკოვი და როდრიგესი წარმატებით და სტაბილურად თამაშობენ – უფრო გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც ადგილს არავის უთმობენ. მირჩა ლუჩესკუს ისინი უნდა დაეყენებინა.

თუ წიტაიშვილს აქვს ამბიციები, მაშინ მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ექვსი თვის განმავლობაში „ვორსკლაში“ გადასვლა, რომელიც ასევე ამბიციური გუნდია და მიმდინარე სეზონში სერიოზულ ამოცანების გადაჭრას, ევროპალიგის საგზურის მოპოვებას ცდილობს. წიტაიშვილს პოლტავაში თავის გამოჩენა უფრო გაუადვილდება. გარდა ამისა, ის იური მაქსიმოვის ხელმძღვანელობით ზამთრის კარგ შეკრებას გაივლის“, – თქვა კუზნეცოვმა გამოცემა Golden Talent- ის კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამომ“ პოლტავის „ვორსკლაში“ ჩემპიონატის დასრულებამდე იჯარით გაუშვა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა „დინამოში“ და სასარგებლო მოქმედებებით (გოლი, პასი) თავი არ გამოუჩენია.