უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქალაქ ტროსტიანეცის რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლება შეძლეს
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქალაქ ტროსტიანეცის რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლება შეძლეს

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მათ შეძლეს ქალაქ ტროსტიანეცის რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლება.​ უკრაინის არმიის 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

მათივე ცნობით, 93-ე ბრიგადის სამხედროებმა შეძლეს რუსული სახმელეთო ძალების ელიტური დანაყოფის განდევნა. საუბარია კანტემირის სატანკო დივიზიაზე.

„რუსული არმია გაიქცა ტროსტიანეციდან, დატოვა შეიარაღება, ტექნიკა და ტყვია-წამალი, რომელსაც 93-ე ბრიგადა გამოიყენებს სხვა უკრაინელი ქალაქების ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.