უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი დოპინგის მიღებისთვისაა დისკვალიფიცირებული

18:12, 18.12.2019

ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, უკრაინელი ალექსეი ტოროჰტი 2020 წლის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. ამის შესახებ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეს-სამსახურმა გამოაცხადა.

ტოროჰტის დისკვალიფიკაციის ათვლა 2018 წლის 18 დეკემბრიდან იწყება და 2020 წლის 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.

უკრაინელმა ძალოსანმა ოლიმპიური ოქრო 2012 წელს, ლონდონში 105-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიგო.

სპორტსმენის დოპინგ-სინჯში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი.

მსგავსი