უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“, შესაძლოა, ჩაიშალოს #1TVSPORT
უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენში“, შესაძლოა, ჩაიშალოს #1TVSPORT

შესაძლოა, „ბორნმუთის“ უკრაინელი ცენტრალური მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერი პსჟ-ში არ შედგეს, – ინფორმაციას TeamTalk-ი ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის „ბორნმუთმა“ 70 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 82 მილიონი ევრო) მოითხოვა, ხოლო პარიზული გრანდი მხოლოდ 60 მილიონს და ბონუსებს სთავაზობს. სწორედ ამ უთანხმოების გამო მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ზაბარნის თემას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება და საბოლოოდ გადაწყვეტს, ღირს თუ არა მის ტრანსფერში მსგავსი თანხის გადახდა.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ზაბარნი მზადაა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს. კლუბსა და მოთამაშეს შორის პირადი ხელშეკრულების დეტალები უკვე შეთანხმებულია.