უკრაინელი ჟურნალისტი - კიევის „დინამო“ არ ურთიერთობს წიტაიშვილთან და მისი დაბრუნების სურვილს არ ავლენს #1TVSPORT
უკრაინელი ჟურნალისტი - კიევის „დინამო“ არ ურთიერთობს წიტაიშვილთან და მისი დაბრუნების სურვილს არ ავლენს #1TVSPORT

უკრაინელმა სპორტულმა კომენტატორმა, ვიქტორ ვაცკომ თავისი საავტორო გადაცემის ეთერში გიორგი წიტაიშვილის „ლეხიდან“ კიევის „დინამოში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ არ სურს „დინამოს“ წიტაიშვილის დაბრუნება. როგორც ვიცი, გიო გასულ ზაფხულს „დინამოში“ დასარჩენად მზად იყო, მაგრამ კლუბში ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არავის გამოუჩენია. ეს სიტუაცია ახლაც მეორდება.

საინტერესოა, რომ წიტაიშვილს „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ 1,5 წლით აკავშირებს, 2024 წლის ზამთრამდე. პრინციპში, მას ახლა შეუძლია ზაფხულიდან კიდევ ერთი წლით წავიდეს ევროპულ კლუბში სათამაშოდ, რადგან არ არსებობს წინაპირობა, რომ ფიფა-მ უკრაინული გუნდების ლეგიონერებისთვის უცხოურ კლუბებში იჯარით უფასოდ წასვლის ნებართვას გააუქმებს.

უკვე მომავალ ზაფხულს, როცა კონტრაქტის დასრულებამდე ექვსი თვე დარჩება, მას შესაძლებლობა ექნება ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს. ამგვარად, „დინამო“ მოთამაშეს უფასოდ დაკარგავს.

პარადოქსი ისაა, რომ „დინამო“, რამდენადაც მე ვიცი, არანაირად არ ურთიერთობს მოთამაშესთან და არ აჩვენებს რაიმე მცდელობას, რომ იგი დაიბრუნოს. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია წიტაიშვილის დონისა და იმ ფეხბურთელების დონის კონტექსტში, რომლებიც ახლა გუნდში მის პოზიციაზე არიან“, – აცხადებს ვიკტორ ვაცკი.