უკრაინელი ცუდი შედეგებისთვის გაათავისუფლეს - მერანს ბაჩანა ხელაია გაწვრთნის
უკრაინელი ცუდი შედეგებისთვის გაათავისუფლეს - მერანს ბაჩანა ხელაია გაწვრთნის

მარტვილის „მერანი“ უკრაინელ ანატოლი პისკოვეეცს დაემშვიდობა და მის ნაცვლად ახალი მთავარი მწვრთელი დანიშნა.

მარტვილელთა პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელებმა და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. 
„მერანს“ დღეიდან ბაჩანა ხელაია უხელმძღვანელებს – 32 წლის ადგილობრივი სპეციალისტი, რომელიც „მერანის“ სამწვრთნელო შტაბში 2006 წლიდან მუშაობს. მისი ასისტენტი ცოტნე მონიავა იქნება, რომელიც ამავდროულად „მერანის“ 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელია.

პისკოვეცის გაშევების მიზეზი ცუდი შედეგებია. ეროვნული ლიგა 2-ის, ოცდამერვე ტურში „მერანი“ თბილისში, „დავით პეტრიაშვილის“ სახელობის სტადიონზე „გაგრასთან“ 1:5 დამარცხდა, მერვე ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.