უკრაინელი ბლოგერი - შესაძლოა, გრიგორჩუკმა წიტაიშვილზე იმოქმედოს #1TVSPORT 
უკრაინელი ბლოგერი - შესაძლოა, გრიგორჩუკმა წიტაიშვილზე იმოქმედოს #1TVSPORT 

ბლოგერი მიხაილ სმოლოვოი თავის ტელეგრამ არხზე ოდესის „ჩერნომორეცში“ გადასული კიევის „დინამოს“ შემტევის, გიორგი წიტაიშვილის თამაშს აანალიზებს და იმედი გამოთქვამს, რომ 21 წლის ფეხბურთელი ოდესის „ჩერნომორეცის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ხელძღვანელობით ათამაშდება:

„არსებობს შეხედულება, რომ ფეხბურთელები განვითარებისთვის ბევრს არ აკეთებენ, მაგრამ გიოს შემთხვევაში, ყველაფერში მოთამაშის დადანაშაულება უსამართლობაა! წიტაიშვილი, უბრალოდ სისტემის მძევალია, მას კი მერწმუნეთ, ნიჭი აქვს. მწვრთნელი მოროზია მთავარი მიზეზი, რომ გიომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „დინამოს“ შემადგენლობაში მოსახვედრად წინ ნაბიჯი ვერ გადადგა. „დინამო“ კი თავშესაფარია ისეთი სპეციალისტების, რომლებთანაც ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან. წიტაიშვილი უკვე მრავალი წელია ერთ ადგილს ტკეპნის. ძლიერი მხარეები აქვს, მაგრამ არავის ჩაუყრია ის საფუძველი, რომლის შემდეგაც „დინამოში“ ითამაშებდა.

მაგალითები გვიჩვენებს, რომ თუ აზროვნებას ავითარებს მოთამაშე, რომელსაც აქვს სიჩქარე და ტექნიკა, მაშინ, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროგრესი დაიწყოს. გიოს სათამაშო აზროვნების განვითარებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო, არც მაქსიმოვი და არც მოროზი არ მუშაობდნენ.

„ჩერნომორეცის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გრიგორჩუკი მათთან შედარებით უფრო ინტელექტუალია, შესაძლოა, წიტაიშვილის აზროვნების განვითარებაზე მან შეკრებასა და უკრაინის ჩემპიონატის დარჩენილ 12 მატჩში იმოქმედოს“.