უკრაინელი არტიომ დოვბიკი „ბოლონიაში“ გადავიდა #1TVSPORT

14:37, 30.07.2026

„რომას“ პრესსამსახურმა გამოაცხადა უკრაინელი ფორვარდის, არტიომ დოვბიკის წასვლის შესახებ. კერძოდ, ფეხბურთელი 2026-27 წლების სეზონს იჯარის წესით „ბოლონიაში“ გაატარებს.

დოვბიკი რომაულ კლუბში 2024 წლის ზაფხულში 30 მილიონ ევროდ გადავიდა „ჟირონადან“. მისი კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გასულ სეზონში დოვბიკმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი