უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა.
ფორმა, რომელსაც უკრაინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები საშინაო მატჩებში მოირგებენ, ყვითელია, გასვლითი შეხვედრებისთვის კი ლურჯი ფერი შეარჩიეს.
„ახალი ფორმა დიზაინისა და შერულების მხრივ ინოვაციურია“, – წერია უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.
უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმა ქვეყნის დროშის ტრადიციულ ფერებშია შესრულებული.
ანდრეი შევჩენკოს გუნდი ახალი ფორმით პირველ ოფიციალურ შეხვედრას ერთა ლიგაზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.