უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა, ექვსი დაშავებულია ხერსონში

09:48, 10.07.2025

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო 14 დაშავებული.

„ცხრა მათგანი ჰოსპიტალიზირებულია, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

თავდასხმა ასევე განხორციელდა ხერსონზე, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

„რუსებმა ხერსონის დნეპროვსკის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს“, – აღნიშნეს ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მსგავსი