უკრაინაში წიტაიშვილის გადაწყვეტილებას განიცდიან - ის უდიდესი ტალანტია და უკრაინის მოქალაქეობაზე უარი არ უნდა თქვას
უკრაინაში წიტაიშვილის გადაწყვეტილებას განიცდიან - ის უდიდესი ტალანტია და უკრაინის მოქალაქეობაზე უარი არ უნდა თქვას

უკრაინაში დიდი რეზონანსი მოჰყვა გიორგი წიტაიშვილის გადაწყვეტილებას, ითამაშოს საქართველოს ნაკრებში. გამოცემა „გაზეტაში“ გამოქვეყნებულ წერილში („რატომ არ უნდა თქვას კიევის „დინამოს“ უდიდესმა ტალანტმა უარი უკრაინის მოქალაქეობაზე“) კიევის „დინამოს“ 20 წლის შემტევს ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმას სთხოვენ და აშკარად ჩანს, რომ მის დაკარგვას ძალიან გამიცდიან.

„კიევის „დინამოს“ ერთ-ერთმა უდიდესმა ტალანტმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა. 17 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა კიევის „დინამოს“ მთავარ გუნდში. სიჩქარე, სიმწვავე, ბურთთან მუშაობა – მოთამაშეს ყველაფერი აქვს, რომ გაიზარდოს, რომ მაღალხარისხიანი ფლანგის შემტევი გახდეს“, – ამტკიცებს გამოცემის ჟურნალისტი.

ავტორი 20 წლის ფეხბურთელს მიმართავს, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმა დააზარალებს და რომ უკრაინას საქართველოზე ძლიერი ნაკრები ჰყავს: „ვიქტორ ცაგანკოვი კლუბს მალე დატოვებს და 20 წლის წიტაიშვილს შეუძლია მისი ადგილი დაიკავოს. უკრაინული პასპორტის უარყოფამ კი შესაძლოა, მას უარყოფით შედეგები მოუტანოს. უკრაინაში ის გახდება ლეგიონერი და ლიმიტი შეეხება. ჩვენი ეროვნული გუნდს, საქართველოსგან განსხვავებით, შეუძლია იამაყოს მსოფლიო თასსა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველებს ამ დონის ტურნირებზე ჯერ არ უთამაშიათ. მათი ფეხბურთის დონე დაბალია და ხარისხიანი მოთამაშეებიც არ ჰყავთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ქართველებს კონტინენტურ ტურნირებზე მოხვედრის სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეთ“.

„გაზეტას“ ჟურნალისტი წიტაიშვილს ბექა ვაჩიბერაძეს მაგალითს ახსენებს: „ვაჩიბერაძე დონეცკის „შახტარის“ ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი იყო. მან უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებებში ყველა ეტაპი გაიარა. შემდეგ მან გადაწყვიტა მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. სირთულის გარეშე რაღაცის მიღწევის სურვილმა ოდესღაც ნიჭიერი ფეხბურთელის კარიერაში სრული ჩავარდნა გამოიწვია. ბექა ჯერ მეორეხარისხოვან კლუბებში გადავიდა, ახლა კი გუნდის გარეშე დარჩა“.

დატოვე კომენტარი