უკრაინაში უნგრეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს
უკრაინაში უნგრეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

უკრაინაში უნგრეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. დიპლომატმა ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვრისპირა ქალაქ ბერეგოვოში, უნგრეთის საკონსულო ეთნიკურად უნგრელ უკრაინის მოქალაქეებს უნგრეთის პასპორტებს ურიგებს. ამასთან, რამდენიმე დაწყებით სკოლაში სწავლება უნგრულ ენაზე მიმდინარეობს.

განვითარებულ მოვლენებს ოფიციალური ბუდაპეშტი უკვე გამოეხმაურა. უნგრელმა პოლიტიკოსებმა კონსულის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება არამეგობრულ და სარისკო ნაბიჯად შეაფასეს და უკრაინას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში ხელის შეშლით დაიმუქრნენ.