უკრაინაში საუკეთესო ფეხბურთელად მარლოში დაასახელეს
უკრაინაში საუკეთესო ფეხბურთელად მარლოში დაასახელეს

დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველი მარლოში უკრაინის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ნომინაციაში ზედიზედ მეორედ ვხდები გამარჯვებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის აღიარება არა მხოლოდ ჟურნალისტებისგან, არამედ უკრაინული კლუბების მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისგან. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ეს დიდი პატივია“, – თქმა მარლოშმა.

30 წლის ფეხბურთელის წლევანდელი სტატისტიკაა 24 მატჩში 10 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა.