უკრაინაში კვირკველიას დებიუტი შედგა - „მეტალისტის“ მწვრთნელი საბას მეტ სათამაშო დროს ჰპირდება #1TVSPORT
უკრაინაში კვირკველიას დებიუტი შედგა - „მეტალისტის“ მწვრთნელი საბას მეტ სათამაშო დროს ჰპირდება #1TVSPORT

ხარკოვის „მეტალისტი 1925“-მა უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში საკუთარ მოედანზე „ინგულეცი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0. ვალერი კრივენცოვის გუნდმა ზედიზედ ოთხი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-7 საფეხურზე გადაინაცვლა.

ეს მატჩი აღსანიშნავი იმით არის, რომ ხარკოვის „მეტალისტის“ შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა საბა კვირკველიამ ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მცველი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი მცველის შესახებ „მეტალისტი 1925“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი კრივენცოვმა ისაუბრა, როდესაც ქართველ ლეგიონერზე კითხვა დაუსვეს – „დღეს დებიუტანტი – კვერკველია შეცვლაზე გამოვიდა. რამდენად მზად არის ის სათამაშოდ?“.

„კვირკველიას სადებიუტო მატჩში სათამაშოდ 20 წუთზე ნაკლები დრო მიეცა. ის არის გამოცდილი, ძლიერი მცველი, რომელიც ფორმაში შედის. დღეს კი გადავწყვიტეთ ეთამაშა, რათა ჩვენი გუნდის საშინაო არენის ატმოსფერო შეეგრძნო. შეძლებისდაგვარად, ჩვენ მას ისე ვამზადებთ, რომ უფრო და უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს. ეს იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ლაზარეთი არ ცარიელდება“, – განაცხადა „მეტალისტი 1925“-ის მთავარმა მწვრთნელმა.

საბა კვირკველია „მეტალისტი 1925“-ში ოქტომბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ივნისის შემდეგ 29 წლის გამოცდილი ქართველი მცველი უგუნდოდ იყო.