უკრაინაში კორონავირუსის 24 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 750 პაციენტი

11:36, 12.11.2021

ბოლო 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსის 24 058 შემთხვევა გამოვლინდა, 21 941 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 750 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 179 577 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 594 679 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი