უკრაინაში ჩინური ვაქცინა „კორონავაკით“ აცრები დაიწყო
უკრაინაში ჩინური ვაქცინა „კორონავაკით“ აცრები დაიწყო

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, „კორონავაკით“ იმუნიზაცია დაიწყო. პრეპარატი კომპანია „სონოვაკ ბიოტექის“ წარმოებისაა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად აღნიშნული ვაქცინით უკრაინაში აიცრებიან შშმ პირები და მათი მეურვეები, ასევე პედაგოგები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპორტსმენები, რომლებიც უკრაინას 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენენ.

სრული იმუნიზაციისთვის საჭიროა „კორონავაკის“ ორი დოზა, რომელიც 28-დღიანი ინტერვალით კეთდება.