უკრაინამ ქერჩის ინციდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
უკრაინამ ქერჩის ინციდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

უკრაინამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ივან ლიშინა წერს, უკრაინა სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, აღიაროს რუსეთის მიერ დატყვევებული 24 სამხედრო მეზღვაურის უფლებების დარღვევის ფაქტი.

25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს.

რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს. რუსეთის სასამართლომ დაკავებულებს 2019 წლის 25 იანვრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.