უკრაინამ ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების გაფართოება შესთავაზა
უკრაინამ ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების გაფართოება შესთავაზა

უკრაინამ ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების გაფართოება შესთავაზა. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა უკრაინის ვიცე-პრემიერმა დმიტრი კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირს სთავაზობს, ასოცირების შეთანხმებას ახალი თავი დაემატოს, რომელიც იუსტიციის სფეროში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

„ეს წინადადება უკრაინა-ევროკავშირის კომისიამ უნდა განიხილოს. საუბარია ახალი შეთანხმებაში ახალი თავის დამატებაზე, რომელიც იუსტიციის სფეროს ეხება. ასევე ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენაა მიმართული“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინა-ევროკავშირის ასოციაციის კომიტეტის მეხუთე სხდომა ბრიუსელში 5 ნოემბერს გაიმართა.