უკრაინამ ესპანეთს მოუგო, ლიეტუვამ ხორვატიაში გაიმარჯვა
უკრაინამ ესპანეთს მოუგო, ლიეტუვამ ხორვატიაში გაიმარჯვა

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი I და J ჯგუფების მატჩებით გაგრძელდა.

I ჯგუფში სენსაცია მოხდა: უკრაინის ნაკრებმა შინ 11 ქულით დაამარცხა ესპანეთის ნაკრები – 76:65.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო მიხალიუკი, რომელიც წლევანდელ დრაფტზე „ლეიკერსმა“ აიყვანა და უკვე კონტრაქტიც გაუფორმა.

ამავე ჯგუფში ევროპის ჩემპიონმა სლოვენიამ სტუმრად წააგო ლატვიასთან – 74:85. ბალტიისპირელთა რიგებში 18-18 ქულა დააგროვეს ტიმამ და სტრელნიექსმა.

J ჯგუფში მთავარი მატჩი კი ხორვატიაში გაიმართა, სადაც NBA-ის ოთხი ლეგიონერით გაძლიერებულმა ადგილობრივმა ნაკრებმა შინ ლიეტუვასთან წააგო – 83:84. სტუმრებში ყველაზე შედეგიანი ბენჯიუსი იყო 16 ქულით. მასზე მეტი ხორვატებმა – ბოიან ბოგდანოვიჩმა და შარიჩმა დააგროვეს – 22 და 19 ქულა.

I ჯგუფი

უკრაინა-ესპანეთი 76:65 (19:12, 17:22, 20:17, 20:14)
ლატვია-სლოვენია 85:74 (17:16, 23:20, 20:24, 25:14)
თურქეთი-ჩერნოგორია 79:69 (26:18, 19:19, 15:19, 19:13)

1. ესპანეთი – 6 მოგება/1 წაგება
2. თურქეთი – 5 მოგება/2 წაგება
3. ლატვია – 5 მოგება/2 წაგება
4. უკრაინა – 4 მოგება/3 წაგება
5. ჩერნოგორია – 3 მოგება/4 წაგება
6. სლოვენია – 2 მოგება/5 წაგება

J ჯგუფი

ჰოლანდია-უნგრეთი 59:74 (13:21, 21:20, 11:13, 14:20)
იტალია-პოლონეთი 101:82 (25:25, 29:27, 19:13, 28:17)
ხორვატია-ლიეტუვა 83:84 (21:21, 15:22, 19:20, 28:21)

1. ლიეტუვა – 7 მოგება/0 წაგება
2. იტალია – 5 მოგება/2 წაგება
3. უნგრეთი – 4 მოგება/3 წაგება
4. ჰოლანდია – 3 მოგება/4 წაგება
5. ხორვატია – 3 მოგება/4 წაგება
6. პოლონეთი – 3 მოგება/3 წაგება