უკრაინის დელეგაცია რადას მიმართავს თხოვნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების საკითხი განიხილოს
უკრაინის დელეგაცია რადას მიმართავს თხოვნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების საკითხი განიხილოს

უკრაინის დელეგაცია რადას მიმართავს თხოვნით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის დელეგაციამ დღეს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. უკრაინული მხარის პროტესტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

მიღებული რეზოლუცია უკვე გასაჩივრდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია ოთხშაბათს სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნდება, რათა აღნიშნული ინიციატივის გასაჩივრებაში მიიღოს მონაწილეობა. უკრაინული მხარე ითხოვს, რომ რუსეთს სრულად შეუჩერდეს უფლებამოსილება.

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობით მისცეს ხმა იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ითვალისწინებს.