უხვგოლიანი პირველი ტური ქალთა ლიგაში - ჰეთთრიქი, ექვსი დუბლი და პირველი ავტოგოლი
უხვგოლიანი პირველი ტური ქალთა ლიგაში - ჰეთთრიქი, ექვსი დუბლი და პირველი ავტოგოლი

ქალთა მე-4 საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრებს საქართველოს ხუთმა ქალაქმა უმასპინძლა. ტურნირში ათი გუნდი მონაწილეობს – ბათუმის, ლანჩხუთის, ქუთაისის, ხობის, ჩხოროწყუს, ხაშურის, ახალციხის, გორისა და თბილისის (2) წარმომადგენლები.

ტურნირი 13 აპრილიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ორ წრედ გაიმართება. ქალთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მატჩის დროს მწვრთნელებს ხუთის ნაცვლად შვიდი ფეხბურთელის შეცვლის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ ქალთა ლიგის პირველი ტურის სამ მატჩში, მსაჯთა ბრიგადებში საერთო ჯამში ექვსმა ქალმა იმსაჯა.

ქალთა ლიგის პირველი ტურის ხუთ შეხვედრაში 39 გოლი გავიდა. სამ შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. დუბლი ექვსმა ფეხბურთელმა შეასრულა. პირველი ჰეთთრიქი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს“ ფეხბურთელის, ანასტასია ბოლქვაძეს ანგარიშზეა, ხოლო „ნიკეს“ ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.

ქალთა ლიგის პირველი წრის პირველ ტურში ყველაზე მეტი 17 გოლი ადიგენში გავიდა, სადაც ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“ გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“ 1:16 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გავიდა ლიგის პირველი სწრაფი გოლი და პირველი ავტოგოლი.

ქალთა ლიგა

პირველი წრე; პირველი ტური

გორი იუნაიტედი – ლანჩხუთი 1:7

სამეგრელო – ბათუმის დინამო 3:0

ივერია – მართვე 0:10

ზარზმა – ნიკე 1:16

კოლხეთი – ნორჩი დინამო 1:0.

ქალთა ლიგის თამაშებს საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც დაესწრნენ. ეროვნული გუნდის თავკაცის, ლევან ბაჯელიძის თქმით, მისი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები სასელექციო მიზნით, თამაშების მაქსიმალურ რაოდენობას დაესწრებიან.

დატოვე კომენტარი