უხვგოლიანი მატჩი უცნაური სცენარით - „კოლხეთი 1913“-მა ოთხბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
უხვგოლიანი მატჩი უცნაური სცენარით - „კოლხეთი 1913“-მა ოთხბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე ბოლო, მეხუთე ამხანაგური მატჩი გამართა და უხვგოლიანი დაპირისპირება უჩვეულო ანგარიშით, 4:4 დაასრულა.

ფოთელთა მეტოქე ადრე დასახელებული უკრაინული ჟიტომირის „პოლესიეს“ ნაცვლად ბოსნია-ჰერცეგოვინის მეორე ლიგის ოლოვოს „სტუპჩანიცა“ იყო.

ანტალიას გარეუბან ლარაში ჩატარებული მატჩი უცნაური სცენარით წარიმართა. დათა სიჭინავას დუბლით და ლაშა გვალიასა და მამია გავაშელიშვილის გოლებით „კოლხეთი“ პირველ ტაიმში 4:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა გაანიავა და მატჩი 4:4 დაასრულა.


„კოლხეთი 1913“– „სტუპჩანიცა“ 4:4


8.02.2023. ლარა, თურქეთი. ამხანაგური მატჩი.

გოლები: 1:0 სიჭინავა (20), 2:0 გვალია (22), 3:0 სიჭინავა (25), 4:0 გავაშელიშვილი (33), 4:1 ჰრვანოვიჩი (64. პენალტი), 4:2 ჟივკოვიჩი (69), 4:3 კარიჩიჩი (82), 4:4 კარაჰმეტოვიჩი (90).

„კოლხეთი 1913“: კოტლიაროვი, მეგრელიშვილი, ჯაფიაშვილი, ახალაძე, ოლხოვი, გვალია, ფოცხვერია, ზურაბიანი, რობაქიძე, სიჭინავა, გავაშელიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ლ.ხარშილაძე, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, მესხი, გვასალია, მესიაჩენკო.


ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ამ მატჩით თურქული შეკრება დაასრულა. გუნდმა 5 მატჩი ჩაატარა, 1 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და 2 წააგო. დღეს გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება და ფოთში განაგრძობს ეროვნული ლიგა 2-ისთვის მზადებას, რომელიც 28 თებერვალს დაიწყება.