უხვგოლიანი მატჩი - „დინამომ“ და „შუქურამ“ ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს #1TVSPORT
უხვგოლიანი მატჩი - „დინამომ“ და „შუქურამ“ ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს #1TVSPORT

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა გაიმართა – „დინამო თბილისმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 4:4.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი დისკვალიფიცირებული იყო – გიორგი ჭიაბრიშვილი („დინამო“) და უჩა სოსიაშვილი („შუქურა“). ისინი გიორგი დეკანოსიძემ და ლევან ჯოხაძემ ჩაანაცვლეს.

„დინამო თბილისმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მატჩის დასაწყისშივე ულად-ომარ იმრანის (3) და ალექსანდრე კალანდაძის (6) გოლებით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. თუმცა, აუტსაიდერმა „შუქურამ“ იმდენი მოახერხა, მიშიკო სარდალიშვილის დუბლით (14, 38) და დავით მუჯირის (28) გოლით ტაიმი 3:2 მოიგო.

„დინამომ“ მეორე ნახევარი შეტევებით დაიწყო და 52-ე წუთზე გიორგი ხარაიშვლის ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე კი ვაგნერ გონსალვეშმა საჯარიმო დარტყმით თბილისელები დააწინაურა. ქობულეთელება კი ისევ იბრძოლეს. 87-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის პასით დავით მუჯირმაც ულამაზესი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და „შუქურას“ ქულა მოუტანა.

ელიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „დინამო“ 28 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა, ქობულეთის „შუქურა“ კი სატურნირო ცხრილის მეცხრე საფეხურზეა.