უხვგოლიანი ამხანაგური მატჩი წყალტუბოში - „სამგურალმა“ „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT
უხვგოლიანი ამხანაგური მატჩი წყალტუბოში - „სამგურალმა“ „შუქურა“ დაამარცხა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დღეს ქობულეთის „შუქურასთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი მიქაძის გაწვრთნილების გამარჯვებით (4:2) დასრულდა.

პირველი ტაიმი „სამგურალის“ უპირატესობით წარიმართა და ნიკიტა სიმდიანკინმა მასპინძლები დააწინაურა. მალე კი ჯეფერსონ ჯერალდომ ანგარიში ორამდე გაზარდა – 2:0. ქობულეთელებმა გიორგი ჯანელიძის საჯარიმო დარტყმით შეამცირეს სხვაობა, თუმცა გიორგი ნიქაბაძემ და ჯეფერსონმა (დუბლი შეასრულა) კიდევ ორჯერ აიღეს სტუმართა კარი და პირველი ტაიმი „სამგურალმა“ 4:1 მოიგო.

შესვენებისას გიორგი მიქაძემ ყველა ფეხბურთელი შეცვალა და თამაშში სხვა თერთმეტეული ჩართო. წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მიხეილ სტრელნიკის გადაცემის შემდეგ მამია გავაშელიშვილი აღმოჩნდა კარგ პოზიციაში, მაგრამ სტუმრები გოლისგან მეკარე კახა მეშველიანმა იხსნა.

სტუმრებმა კი ლაშა კასრაძის თავური დარტყმით სხვაობა შეამცირეს – 4:2. დარჩენილ დროში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.