უხერხული ინციდენტი ერევანში
უხერხული ინციდენტი ერევანში

13 ოქტომბერს, ერევანში გამართული ერთა ლიგის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს სომხეთისა და გიბრალტარის გუნდები ხვდებოდნენ, ორგანიზატორებს შეცდომა მოუვიდათ და ლიხტენშტეინის ეროვნული ჰიმნი ჩართეს. სტუმართა დელეგაციის წარმომადგენელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მასპინძლებმა ამ გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადეს.

სომხეთი და გიბრალტარი ერთა ლიგის D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში გამოდიან, სადაც ასევე მაკედონია და ლიხტენშტეინი თამაშობენ.

მატჩი ერევანში სტუმართა სენსაციური გამარჯვებით – 0-1 დასრულდა.

D დივიზიონის მეოთხე ჯგუფში 9 ქულით მაკედონია ლიდერობს, სომხეთს, ლიხტენშტეინსა და გიბრალტარს კი 3-3 ქულა აქვთ.