უხანიდან გამოყვანილი ამერიკის მოქალაქეები 14 დღე კარანტინში იქნებიან
უხანიდან გამოყვანილი ამერიკის მოქალაქეები 14 დღე კარანტინში იქნებიან

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გამოყვანილი ამერიკის მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

195 ამერიკელი, რომელთა უმეტესობა დიპლომატი და მათი ოჯახის წევრია, კალიფორნიაში გუშინ ჩაფრინდა.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ დავირუსებულ ადამიანს მეორე
ადამინისთვის ვირუსის გადადება მაშინაც შეუძლია, თუ ჯერ სიმპტომებიც კი არ აღენიშნება.

მსგავსი კარანტინი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ბოლოს 1960 წელს გამოაცხადა.