უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, NORINCO MODEL 213 მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისთვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული რვა ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის TT კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისთვის განკუთვნილი, რვა ცალი საბრძოლო ვაზნა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით.

დატოვე კომენტარი