„უკანასკნელმა ცეკვამ“ ყველა რეკორდი მოხსნა
„უკანასკნელმა ცეკვამ“ ყველა რეკორდი მოხსნა

„ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა კინოსურათმა მაიკლ ჯორდანსა და „ჩიკაგო ბულსზე“ ყურებადობის ყველა რეკორდი მოხსნა. მაყურებელმა „უკანასკნელი ცეკვის“ ჯერ მხოლოდ 2 ეპიზოდი იხილა.

ЕSPN-ში აცხადებენ, რომ დოკუმენტუმა ფილმა არხის ყველანაერი რეკორდი მოხსნა. 1 ეპიზოდს ერთდროულად 6.1 მილიონი მაყურებელი ყავდა, მეორე ეპიზდოი კი არხზე 5.8 მილიონმა კაცმა იხილმა.

შეგახსნებთ, რომ დოკუმენტური ფილმი სულ 6 ეპიზოდისგან შედგება. მომდევნო ორი სერიის პრემიერა 5 დღეში იგეგმება.