უიმბლდონის ორგანიზატორებმა ბურთის მომწოდებელი ბავშვების მზადება შეწყვიტეს
უიმბლდონის ორგანიზატორებმა ბურთის მომწოდებელი ბავშვების მზადება შეწყვიტეს

„დიდი სლემის“ ბრიტანული ტურნირის – უიმბლდონის ორგანიზატორებმა შეაჩერეს ბურთის მომწოდებელი ბავშვების მომზადება, – ამტკიცებს გაზეთი „გარდიანი“. წყაროს ცნობით, უიმბლდონის ხელმძღვანელობამ ჯერ ისევ არ იცის, გაიმართება თუ არა ტურნირი დათქმულ ვადაში.

ჯერჯერობით, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ტურნირის დაწყებას 29 ივნისს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული. თუმცა, სულ უფრო ხშირად ჩნდება ჭორები იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, აუცილებელი გახდება ტურნირის გადადება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად გადმოცხადდა საფრანგეთის ღია პირველობის გადატანის შესახებ გაზაფხულიდან შემოდგომაზე, რამაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვია კალენდარში.