უიმბლდონის ლეგენდა - ჯოკოვიჩი ფედერერზე და ნადალზე უკეთესია
უიმბლდონის ლეგენდა - ჯოკოვიჩი ფედერერზე და ნადალზე უკეთესია

უიმბლდონის ლეგენდამ, წარსულში ცნობილმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა პეტ კეშმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი თამაშის მიხედვით აღემატება შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ესპანელ რაფაელ ნადალს.

„თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს იმაზე, ვისი თამაშის ხილვა მომწონს ყველაზე მეტად, ფედერერს დავასახელებ, შემდეგ კი ნადალს. მაგრამ თუ მე საუკეთესო ჩოგბურთელი უნდა დავასახელო, მაშინ ცხადია, რომ ეს არის ჯოკოვიჩი. ის მონსტრია. ნოვაკს შეუძლია როჯერისა და რაფას დამარცხება მათი საყვარელი საფარის კორტებზე. ბევრი ამბობს, რომ ფედერერი – ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ის თავისი დროის მეორე ნომერი გახლავთ“, – მოჰყავს კეშის სიტყვები პორტალ Tennis News-ს.

ფედერერსა და ნადალს კარიერაში „დიდი სლემის“ 20-20 ტურნირი აქვთ მოგებული, ჯოკოვიჩს – 17.