უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ლორენცო მუზეტის შეხვდება #1TVSPORT
უიმბლდონის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ლორენცო მუზეტის შეხვდება #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერს, იტალიელ ლორენცო მუზეტის შეხვდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო კლასიფიკაციის 128-ე ნომერია, 2025 წლის უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.

ბასილაშვილსა და მუზეტის აქამდე ერთმანეთთან ორჯერ უთამაშიათ. 2022 წელს შტუტგარტის ტურნირზე ქართველმა ორ სეტში გაიმარჯვა, ხოლო 2023 წელს პარიზის ტურნირზე იტალიელმა ასევე ორ სეტში მოიგო.

პირველ წრეში წარმატების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში პორტუგალიელ ფარიასა და იტალიელ სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლორენცო მუზეტისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მატჩში უიმბოლდონზე 30 ივნისს გაიმართება.