უიმბლდონის ჩემპიონმა ცინცინატიში მერვედფინალი დათმო

10:16, 16.08.2019

ცინცინატის ქალთა ტურნირზე მამაკაცებისგან განსხვავებით, ნაკლები მოულოდნელობა ხდება. ოთხი განთესილიდან სამი გავიდა მერვედფინალში. გამონაკლისი გახდა სიმონა ჰალეპი. უიმბლდონის ჩემპიონმა სამსეტიანი ბრძოლა დათმო ამერიკელი მედისონ კისის წინააღმდეგ – 1:6, 6:3, 5:7. ამით კისმა შეწყვიტა რუმინელთან ხუთმატჩიანი წაგებათა სერია და ზედიზედ მეორე წელია გავიდა ცინცინატიში მერვედფინალურ ეტაპზე.

ჰალეპს ამ მატჩში უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – 15-13-ის წინააღმდეგ, მაგრამ კისმა ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, სიმონამ – ოთხჯერ.

მერვედფინალი

ბარტი (ავსტრა, 1)-კონტავეიტი (ესტ) 4:6, 7:5, 7:5

საკარი (საბ)-საბალენკა (ბლრ, 9) 6:7(4), 6:4, 6:4

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-პეტერსონი (შვედ) 7:5, 6:4

კუზნეცოვა (რუს)-სტივენსი (აშშ, 8) 6:1, 6:2

ვ. უილიამსი (აშშ)-ვეკიჩი (ხორ) 2:6, 6:3, 6:3

კისი (აშშ, 16)-ჰალეპი (რუმ, 4) 6:1, 3:6 7:5

კენინი (აშშ)-სვიტოლინა (უკრ, 7) 6:3, 7:6(3)

ოსაკა (იაპ, 2)-ჰსიე (ტაივ) 7:6(3), 5:7, 6:2

მეოთხედფინალში ხვდებიან:

ბარტი (ავსტრა, 1)-საკარი (საბ)

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-კუზნეცოვა (რუს)

ვ. უილიამსი (აშშ)-კისი (აშშ, 16)

კენინი (აშშ)-ოსაკა (იაპ, 2)

მსგავსი