უიმბლდონი 2026 | ქალთა ტურნირის მერვედფინალის წყვილები #1TVSPORT
უიმბლდონის ტურნირზე დასრულდა მესამე წრე და ცნობილია მერვედფინალში გასული ყველა ჩოგბურთელი.
1/16 ფინალიდან გამოეთიშა ტურნირს შარშანდელი ჩემპიონი იგა შვიოტეკი. პოლონელს პირველ სეტში სეტპოინტები ჰქონდა ფილიპინელი ალექსანდრა ეალას წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ორ სეტში დამარცხდა. შვიოტეკს 2026 წლის სეზონში მატჩების 66 პროცენტი აქვს მოგებული, რაც მისი კარიერის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პოლონელს წელს არც ერთი ფინალი არ ჰქონია და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ნახევარფინალში. მერვედფინალში ვერგასვლის გამო, შვიოტეკი რეიტინგში მინიმუმ მეექვსე ადგილამდე დაქვეითდება.
ჩემპიონთან ერთად ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ფინალისტი, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა, რომელიც თანამემამულე მედისონ ქისთან დამარცხდა.
კიდევ ერთი სენსაცია იყო ყაზახი ელენა რიბაკინას მარცხი ელიზ მერტენსთან, არადა, ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებდა ბელგიელს. რიბაკინას რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირიდან მოყოლებული სერიოზული ჩავარდნა აქვს – ოთხი მოგება და ოთხი მარცხი.
საუკეთესო გრუნტის სეზონისა და საუკეთესო როლან გაროსის (ნახევარფინალში გასვლა) შემდეგ, უკრაინელი მარტა კოსტიუკი საუკეთესო უიმბლდონს ატარებს, რადგან ამერიკელი ემა ნავაროს სამ სეტში დამარცხების შემდეგ (6:2, 4:6, 6:1), პირველად გავიდა მერვედფინალში.
იტალიელმა ჟასმინ პაოლნიიმ სეზონი TOP10-ში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ სამ ტურნირზე მოიგო ერთზე მეტი მატჩი – ბოლოს ასეთი რამ მარტში მოახერხა. უიმბლდონზე იტალიელმა სეზონში პირველად მოიგო სამი მატჩი. მესამე წრეში მან გაანადგურა ბერძენი მარია საკარი (6:1, 6:2) და 2024 წლის შემდეგ პირველად გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.
1/8 ფინალის წყვილები
საბალენკა (1)-ოსაკა (იაპ, 14)
მუხოვა (ჩეხ, 10)-კრეიჩიკოვა (ჩეხ)
პეგულა (აშშ, 4)-იოვიჩი (აშშ, 16)
ბენჩიჩი (შვეიც, 11)-გაუფი (აშშ, 7)
კრუგერი (აშშ)-კოსტიუკი (უკრ, 12)
პაოლინი (იტა, 13)-ეალა (ფილ, 29)
ქისი (აშშ, 26)-ნოსკოვა (ჩეხ, 9)
ბუზკოვა (ჩეხ, 21)-მერტენსი (ბელ, 25)