უიმბლდონი 2026 | ქალთა ტურნირის 1/8 ფინალის შედეგები და 1/4 ფინალის წყვილები #1TVSPORT
უიმბლდონის ქალთა ტურნირზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და ცნობილია ყველა მეოთხედფინალისტი.
დაფიქსირდა ერთი საინტერესო მომენტი: პირველად 2007 წლის შემდეგ, 1/4 ფინალში გავიდნენ მხოლოდ განთესილი ჩოგბურთელები. ამასთან, ქალთა ტურნირზე ბევრი სენსაცია მოხდა. ტოპ-ათეულიდან მეოთხედფინალამდე მხოლოდ ოთხმა ჩოგბურთელმა მიაღწია, ტოპ-ოცეულიდან – შვიდმა.
გარდა ამისა, მეოთხედფინალში არ არის უიმბლდონის არც ერთი ყოფილი ჩემპიონი. უფრო მეტიც, დარჩენილი რვა მოთამაშიდან მხოლოდ ჟასმინ პაოლინი იყო ტურნირის ფინალში, ხოლო დანარჩენი შვიდი ნახევარფინალურ ეტაპამდეც არასოდეს მისულა.
1/8 ფინალი
ოსაკა (იაპ, 14)-საბალენკა (1) 6:2, 7:6(2)
მუხოვა (ჩეხ, 10)-კრეიჩიკოვა (ჩეხ) 7:5, 5:7, 6:3
პეგულა (აშშ, 4)-იოვიჩი (აშშ, 16) 4:6, 6:3, 6:1
გაუფი (აშშ, 7)-ბენჩიჩი (შვეიც, 11) 4:6, 6:3, 6:4
კოსტიუკი (უკრ, 12)-კრუგერი (აშშ) 6:4, 6:4
პაოლინი (იტა, 13)-ეალა (ფილ, 29) 6:4, 4:6, 6:3
ნოსკოვა (ჩეხ, 9)-ქისი (აშშ, 26) 6:4, 7:6(2)
მერტენსი (ბელ, 25)-ბუზკოვა (ჩეხ, 21) 6:4, 6:4
1/4 ფინალი
ოსაკა (იაპ, 14)-მუხოვა (ჩეხ, 10)
პეგულა (აშშ, 4)-გაუფი (აშშ, 7)
კოსტიუკი (უკრ, 12)-პაოლინი (იტა, 13)
ნოსკოვა (ჩეხ, 9)-მერტენსი (ბელ, 25)