უიმბლდონი 2025, ქალები | იგა შვიოტეკმა ფინალი გეიმის წაუგებლად მოიგო #1TVSPORT
უიმბლდონი 2025, ქალები | იგა შვიოტეკმა ფინალი გეიმის წაუგებლად მოიგო #1TVSPORT

პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიოტეკი პირველად გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. ფინალში მან გაანადგურა ამერიკელი ამანდა ანისიმოვა – 6:0, 6:0. შეხვედრა 57 წუთი გაგრძელდა.

 

ფაქტები

* „დიდი სლემის“ ტურნირების ქალთა ფინალებში მესამედ დაფიქსირდა ანგარიში – 6:0, 6:0. 1911 წლის უიმბლდონზე ასეთი ანგარიშით მოუგო დოროტეა დუგლასმა დორა ბუსბის, 1988 წლის როლან გაროსზე შტეფი გრაფმა – ნატალია ზვერევას.

* წლევანდელ უიმბლდონზე იგა შვიოტეკმა მხოლოდ 35 გეიმი წააგო – ეს საუკეთესო შედეგია 1990 წლის შემდეგ.

* შვიოტეკმა უიმბლდონი ზედიზედ 20 გეიმის მოგებით დაასრულა. ნახევარფინალში მან 6:2, 6:0 მოუგო ბელინდა ბენჩიჩს, ფინალში ანისიმოვას – 6:0, 6:0.

* შვიოტეკს კარიერაში „დიდი სლემის“ ტურნირებზე ექვსი მოგება დაუგროვდა. მას არასოდეს წაუგია ფინალი „დიდ სლემზე“. მის გარდა, პირველი ექვსი ფინალი ზედიზედ მოიგეს მხოლოდ მარგარეტ კორტმა და მონიკა სელეშმა.

* მხოლოდ რვა ჩოგბურთელს აქვს „დიდ სლემზე“ უფრო მეტი ტიტული: სერენა უილიამსს (23), შტეფი გრაფს (22), კრის ევერტს (18), მარტინა ნავრატილოვას (18), მონიკ სელეშს (9), ივონ გულაგონგს (7), ვენუს უილიამსსა (7) და ჟუსტინ ანენს (7).

* 24 წლის შვიოტეკი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია 2002 წლიდან (სერენა უილიამსის შემდეგ), ვინც ყველა საფარზე მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი. მანამდე მან ოთხჯერ მოიგო როლან გაროსი (2020, 2022-2024) და ერთხელ – აშშ-ის ღია პირველობა (2022).

* სულ კარიერაში შვიოტეკს 23 ტიტული დაუგროვდა. მან პირველი ტურნირი მოიგო ბალახზე.

* შვიოტეკმა მე-100 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე. ამისთვის მას 120 მატჩი დასჭირდა.

* შვიოტეკმა წლევანდელ უიმბლდონზე 4.05 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და საპრიზო თანხით ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა. მას 40.5 მილიონი დაუგროვდა და ჩამორჩება მხოლოდ სერენა და ვენუს უილიამსებს (94,8 მილიონი და 42,6 მილიონი).

* ახალ რეიტინგში შვიოტეკი მესამე ნომერი იქნება.

 

ფინალი

შვიოტეკი (პოლ, 8)-ანისიმოვა (აშშ, 13)           6:0, 6:0