უიმბლდონი 2025, ქალები | ფინალში შვიოტეკი და ანისიმოვა ითამაშებენ #1TVSPORT
უიმბლდონი 2025, ქალები | ფინალში შვიოტეკი და ანისიმოვა ითამაშებენ #1TVSPORT

ფაქტები

* ამანდა ანისიმოვა პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. აქამდე მას მხოლოდ ნახევარფინალი ჰქონდა 2019 წელს როლან გაროსზე.

* ანისიმოვა მეშვიდედ ითამაშებს ფინალში WTA-ს დონეზე.

* ახალ რეიტინგში ანისიმოვა მისთვის სარეკორდო მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლებს.

* იგა შვიოტეკი პირველად გავიდა უიმბლდონის ფინალში.

* შვიოტეკი მეექვსედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. მანამდე მან ხუთიდან ხუთი ფინალი მოიგო.

* შვიოტეკი და ანისიმოვა პირველად ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ პროფესიულ ტურში.

1/2-ფინალი

ანისიმოვა (აშშ, 13)-საბალენკა (1)       6:4, 4:6, 6:4

შვიოტეკი (პოლ, 8)-ბენჩიჩი (შვეიც)    6:2, 6:0

ფინალი

შვიოტეკი (პოლ, 8)-ანისიმოვა (აშშ, 13)