უიმბლდონი 2025, ქალები | 1/4-ფინალის შედეგები და 1/2-ფინალის წყვილები #1TVSPORT
უიმბლდონი 2025, ქალები | 1/4-ფინალის შედეგები და 1/2-ფინალის წყვილები #1TVSPORT

ფაქტები

* იგა შვიოტეკი პირველად ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო მეოთხედფინალი 2023 წელს.

* შვიოტეკი მეოთხე მოქმედი მოთამაშეა ვიქტორია აზარენკას, კაროლინა პლიშკოვასა და არინა საბალენკას შემდეგ, ვინც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირის ნახევარფინალში ყოფილა.

* შვიოტეკი მეცხრედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში.

* ბელინდა ბენჩიჩი პირველად გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

* ბენჩიჩი მეორედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. პირველად ეს იყო 2019 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე.

* არინა საბალენკა „დიდი სლემის“ ზედიზედ მეოთხე ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში.

* საბალენკა მეთორმეტედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. უიმბლდონზე მან ეს მესამედ შეძლო.

* 37 წლის ლაურა ზიგემუნდი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, ვინც პირველად ითამაშა უიმბლდონის მეოთხედფინალში.

* ანასტასია პავლიუჩენკოვამ მეათედ ითამაშა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში და მეცხრედ წააგო ამ სტადიაზე.

* ამანდა ანისიმოვა მეორედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. პირველად მან ეს 2019 წელს როლან გაროსზე შეძლო.

 

1/4-ფინალი

საბალენკა (1)-ზიგემუნდი (გერ)             4:6, 6:2, 6:4

ანისიმოვა (აშშ, 13)-პავლიუჩენკოვა     6:1, 7:6(9)

ბენჩიჩი (შვეიც)-ანდრეევა (7)    7:6(3), 7:6(2)

შვიოტეკი (პოლ, 8)-სამსონოვა (19)       6:2, 7:5

 

1/2-ფინალი

საბალენკა (1)-ანისიმოვა (აშშ, 13)

შვიოტეკი (პოლ, 8)-ბენჩიჩი (შვეიც)