უიმბლდონი 2025 | პირველი წრის შემდეგ ტურნირს მამაკაცთა შორის - 13, ხოლო ქალთა შორის 10 განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა #1TVSPORT
უიმბლდონი 2025 | პირველი წრის შემდეგ ტურნირს მამაკაცთა შორის - 13, ხოლო ქალთა შორის 10 განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი უიმბლდონი მოულოდნელი შედეგებით დაიწყო. პირველ წრეში მამაკაცთა შორის ასპარეზობას – 13, ხოლო ქალთა შორის 10 განთესილი ჩოგბურთელი გამოეთიშა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მსგავსი რამ უიმბლდონის არსებობის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

მამაკაცთა რორის ასპარეზობას გამოეთიშნენ: ზვერევი (3), მუზეტი (7), რუნე (8), მედვედევი (9), ჩერუნდოლო (16), ჰუმბერტი (18), პოპირინი (20), ციციპასი (24), შაპოვალოვი (27), ბუბლიკი (28), მიკელსენი (30), გრიკსპური (31), ბერეტინი (32).

ქალთა შორის ასპარეზობას გამოეთიშნენ: გაუფი (2), პეგულა (3), ჟენგი (5), ბადოსა (10), მუხოვა (15), ოსტაპენკო (20), ფრეჩი (25), კოსტიუკი (26), ლინეტი (27), კესლერი (32).

სულ ტურნირზე მამაკაცთა და ქალთა შორის 32-32 ჩოგბურთელია განთესილი მსოფლიო რეიტინგში მათი კლასიფიციკაციის მიხედვით.

2025 წლის უიმბლდონზე მეორე წრეში იასპარეზებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც პირველ ეტაპზე მსოფლიოს მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში დაამარცხა.