უიმბლდონი 2025, კაცები | ალკარასი და სინერი ფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
ფაქტები
* კარლოს ალკარასი ზედიზედ მესამედ გავიდა უიმბლდონის ფინალში. ის მე-10 ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა.
* მხოლოდ სამი ჩოგბურთელი იყო ალკარასზე (22 წლის, 69 დღის) უმცროსი უიმბლდონზე მესამე ფინალში გასვლისას – ბორის ბეკერი, ბიორნ ბორგი და რაფაელ ნადალი.
* ალკარასი მეექვსედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. 23 წლამდე ასაკში ასეთი შედეგი ჰქონდათ ბეკერსა და სამპრასს.
* ალკარასს უიმბლდონზე 20-მატჩიანი მოგებების სერია აქვს.
* იანიკ სინერი პირველად გავიდა უიმბლდონის ფინალში. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო ნახევარფინალი 2023 წელს.
* სინერი მეორე ჩოგბურთელია რაფაელ ნადალის შემდეგ, ვინც ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა.
1/2-ფინალი
სინერი (იტა, 1)-ჯოკოვიჩი (სერ, 6) 6:3, 6:3, 6:4
ალკარასი (ესპ, 2)-ფრიტცი (აშშ, 5) 6:4, 5:7, 6:3, 7:6(6)
ფინალი
სინერი (იტა, 1)-ალკარასი (ესპ, 2)