უიმბლდონი 2025, კაცები | 1/4-ფინალის შედეგები და 1/2-ფინალის წყვილები #1TVSPORT
ფაქტები
* 38 წლისა და 52 დღის ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიელი კენ როზუოლის (39 წლის, 246 დღის) შემდეგ მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. ასევე მხოლოდ ჯოკოვიჩი და როზუოლი გავიდნენ ორჯერ „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში 38 წლის შემდეგ.
* ჯოკოვიჩი 52-ედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში, რაც კრის ევერტის რეკორდის გამეორებაა. ამ მაჩვენებლით ტოპხუთეულში ასევე შედიან როჯერ ფედერერი (46), მარტინა ნავრატილოვა (44) და სერენა უილიამსი (40).
* ჯოკოვიჩი მამაკაცებს შორის ერთპიროვნული ლიდერი გახდა უიმბლდონზე ნახევარფინალების რაოდენობით (14). მან გაუსწრო ფედერერს (13).
* იანიკ სინერი „დიდი სლემის“ ზედიზედ მეოთხე ტურნირზე გავიდა ნახევარფინალში.
* სინერი მეშვიდედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში.
* ტეილორ ფრიტცი პირველად ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში.
1/4-ფინალი
სინერი (იტა, 1)-შელტონი (აშშ, 10) 7:6(2), 6:4, 6:4
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-კობოლი (იტა, 22) 6:7(6), 6:2, 7:5, 6:4
ფრიტცი (აშშ, 5)-ხაჩანოვი (17) 6:3, 5:4, 1:6, 7:6(4)
ალკარასი (ესპ, 2)-ნორი (ბრიტ) 6:2, 6:3, 6:3
1/2-ფინალი
სინერი (იტა, 1)-ჯოკოვიჩი (სერ, 6)
ალკარასი (ესპ, 2)-ფრიტცი (აშშ, 5)