უიმბლდონი 2019 - შარშანდელი ფინალისტები III წრეში არიან
უიმბლდონი 2019 - შარშანდელი ფინალისტები III წრეში არიან

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის მესამე დღეს, მესამე წრეში გავიდნენ შარშანდელი ფინალისტები – ნოვაკ ჯოკოვიჩი და კევინ ანდერსონი. სერბმა სამ სეტში გაანადგურა ამერიკელი დენის კუდლა – 6:3, 6:2, 6:2. პირველ ორ სეტში კუდლა ახერხებდა თითო ბრეიკის აღებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯოკოვიჩმა 13 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა. მან 13 ეისი ჩააწოდა და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ათი ქულა წააგო. ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე პოლონელი იურკაში იქნება.

ანდერსონს ოდნავ გაუჭირდა სერბი იანკო ტიპსარევიჩის წინააღმდეგ. სამხრეთაფრიკელი თითქმის უნაკლოდ თამაშობდა საკუთარ გეიმებში – ტიპსარევიჩს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. სერბმა მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, მაგრამ დანარჩენ პარტიებში მისი მეტოქე ახერხებდა ბრეიკის შესრულებას. მატჩი სამი საათი გაგრძელდა – 6:4, 6:7(5), 6:1, 6:4.