უიმბლდონი 2019 - სერენა უილიამსის მე-14 მეოთხედფინალი
უიმბლდონი 2019 - სერენა უილიამსის მე-14 მეოთხედფინალი

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი ძალიან იოლად გავიდა უიმბლდონის მეოთხედფინალში. ამერიკელმა, ტრადიციულად, ძალიან ადვილად დაამარცხა ესპანელი კარლა სუარეს ნავარო – 6:2, 6:2.

უილიამსი და ნავარო მეშვიდედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და სერენამ მეშვიდედ მოიგო, თანაც ისე, რომ სეტი არ დაუთმია ესპანელისთვის. მეტიც – ამერიკელს არცერთ სეტში სამზე მეტი გეიმი არ მიუცია კარლასთვის.

სერენამ მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება, ისიც მაშინ, როცა მეორე სეტში ანგარიშით 3:0-ს იგებდა. ამერიკელმა 21 „ვინერსი“ დააგროვა და 19 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხუთი ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ ექვსი ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე.

სერენასთვის ეს არის მე-14 მეოთხედფინალი უიმბლდონზე. ის ამ ეტაპზე თანამემამულე ალისონ რისკეს შეხვდება, რომელმაც შეწყვიტა ავსტრალიელი ეშლი ბარტის 15-მატჩიანი მოგებათა სერია.