უიმბლდონი 2019 - რაფა ნადალმა პირველი წრე მოიგო და ნიკ კირგიოსს შეხვდება
უიმბლდონი 2019 - რაფა ნადალმა პირველი წრე მოიგო და ნიკ კირგიოსს შეხვდება

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა წარმატებით გაიარა უიმბლდონის პირველი ბარიერი. „დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონს იაპონელ იუიჩი სუგიტასთან მხოლოდ სტარტზე გაუჭირდა – აზიელმა ჯერ ბრეიკით წაიყვანა ანგარიში, შემდეგ კი მესამე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა ნადალი და ესპანელმა ბოლომდე აღარ დაუთმო ინიციატივა მეტოქეს. სუგიამა ახლოს არ ყოფილა ბრეიკის შესრულებასთან. საბოლოოდ, ნადალს ორი საათი და ოთხი წუთი დასჭირდა მოსაგებად – 6:3, 6:1, 6:3. ეს იყო რაფაელის პირველი ოფიციალური მატჩი როლან გაროსის ფინალის მოგების შემდეგ.

რაფას შემდეგი მეტოქე ცნობილი სკანდალისტი ნიკ კირგიოსი იქნება. ესპანელს ავსტრალიელთან თანაბარი ბალანსი აქვს – 3:3. კირგიოსმა წელს აკაპულკოს ტურნირზე დაამარცხა ნადალი, ასევე მოგებული აქვს მისთვის 2014 წლის უიმბლდონზე.