უიმბლდონი 2019 - მამაკაცთა ბადის მიმოხილვა
უიმბლდონი 2019 - მამაკაცთა ბადის მიმოხილვა

მამაკაცთა ბადის წილისყრისას, მთავარი ინტრიგა იყო – რომელ ნახევარში მოხვდებოდა რეიტინგის მეორე ნომერი და მესამე ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი. საბოლოოდ, ესპანელი ბადის ქვედა ნახევარში აღმოჩნდა შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან. პოტენციურად, ისინი შეიძლება ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

ჯოკოვიჩის პოტენციური მეტოქე ნახევარფინალში კი შარშანდელი ფინალისტი კევინ ანდერსონია, რომელმაც მთლიანად გამოტოვა გრუნტის სეზონი, ლონდონში “ქუინზ ქლაბის” ტურნირზე კი მეორე წრეში დამარცხდა ფრანგ ჟილ სიმონთან.

პირველ რვა ნომრად განთესილ ჩოგბურთელთგან, მეექვსე და მეშვიდე ნომრები – გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი ჯოკოვიჩის ნახევარში მოხვდნენ, ავსტრიელი დომინიკ ტიმი (მე-5 ნომერი) და იაპონელი კეი ნიშიკორი – ფედერერის მხარეს.

1/16 ფინალის სავარაუდო წყვილები (თუ ყველა განთესილი გაივლის პირველ ორ წრე):

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ლაიოვიჩი (სერ, 32)

ოჟე-ალიასიმი (კან, 19)-მონფილსი (საფ, 16)

მედვედევი (რუს, 11)-გოფენი (ბელ, 21)

ედმუნდი (ბრიტ, 30)-ციციპასი (საბ, 7)

ანდერსონი (ს. აფრ, 4)-პეია (არგ, 26)

ვავრინკა (შვეიც, 22)-რაონიჩი (კან, 15)

ხაჩანოვი (რუს, 10)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23)

პერი (საფ, 28)-ა. ზვერევი (გერ, 6)

ტიმი (ავსტრია, 5)-ჯერე (სერ, 31)

სიმონი (საფ, 20)-ფონინი (იტა, 12)

ჩილიჩი (ხორ, 13)-ბასილაშვილი (საქ, 18)

შაპოვალოვი (კან, 29)-ნადალი (ესპ, 3)

ნიშიკორი (იაპ, 8)-დე მინორი (ავსტრა, 25)

ბერეტინი (იტა, 17)-ისნერი (აშშ, 9)

ჩორიჩი (ხორ, 14)-შვარცმანი (არგ, 24)

პუიე (საფ, 27)-ფედერერი (შვეიც, 2)

1/8 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მონფილსი (საფ, 16)

მედვედევი (რუს, 11)-ციციპასი (საბ, 7)

ანდერსონი (ს. აფრ, 4)-რაონიჩი (კან, 15)

ხაჩანოვი (რუს, 10)-ა. ზვერევი (გერ, 6)

ტიმი (ავსტრია, 5)-ფონინი (იტა, 12)

ჩილიჩი (ხორ, 13)-ნადალი (ესპ, 3)

ნიშიკორი (იაპ, 8)-ისნერი (აშშ, 9)

ჩორიჩი (ხორ, 14)-ფედერერი (შვეიც, 2)

1/4 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ციციპასი (საბ, 7)

ანდერსონი (ს. აფრ, 4)-ა. ზვერევი (გერ, 6)

ტიმი (ავსტრია, 5)-ნადალი (ესპ, 3)

ნიშიკორი (იაპ, 8)-ფედერერი (შვეიც, 2)

1/4 ფინალის სავარაუდო წყვილები (მაღალი განთესვლის ნომრის მიხედვით):

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდერსონი (ს. აფრ, 4)

ნადალი (ესპ, 3)-ფედერერი (შვეიც, 2)