უილიამსი, შერკი, გიტენსი – „ბაიერნი“ ზაფხულში ტოპ-ტრანსფერს ამზადებს #1TVSPORT

15:25, 19.04.2025

გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა „ბაიერნმა“ უკვე დაიწყო მუშაობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შემადგენლობის გაძლიერებაზე.

გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი განიხილავს სამ კანდიდატურას: ნიკო უილიამსი (ბილბაო), ბაინო გიტენსი (დორტმუნდი) და რაიან შერკი (ლიონი).

„ბაიერნში“ სურთ ერთი გარემარბის შეძენა, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, შეძლებს თუ არა კლუბი ამ ტრანსფერების რეალიზებას. მიუნხენელთა პრიორიტეტულ სამიზნედ „ლევერკუზენის“ ლიდერი ფლორიან ვირტცი რჩება და შემდგომი გადაწყვეტილებები ამ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი