უილიამ ოლურემი ჯონი - „ლოკომოტივის“ ამერიკელი ახალწვეული
უილიამ ოლურემი ჯონი - „ლოკომოტივის“ ამერიკელი ახალწვეული

უილიამ ოლურემი ჯონი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს – ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

33 წლის ამერიკელ ფორვარდსა და კლუბს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე გაფორმდა. ოლურემის „ლოკომოტივში“ 85-ე ნომრიანი მაისური გადასცეს.

უილიამ ოლურემი ჯონი აშშ-ის მოქალაქეა, თუმცა კარიერის დიდი ნაწილი ევროპაში გაატარა. თამაში 2003 წელს, მშობლიურ ქალაქ კანზას-სიტიში დაიწყო. 2008 წელს იგი დანიურ „რანდერსში“ ჩაირიცხა, საიდანაც სერბულ „ჩუკარიჩკიში“ გადავიდა. 2009-2011 წლებში ოლურემი ხორვატიის „ვინოგრადარის“ ღირსებას იცავდა, შემდეგი ორი სეზონი კი – აზერბაიჯანულ „აზალში“ გამოდიოდა.

„ლოკომოტივის“ ახალწვეულს მაროკოსა და ფინეთის ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ბოლოს ფინეთის ჩემპიონატში, „როვანიემიში“ თამაშობდა. აშშ-ის 20-წლამდელთა ნაკრებში ოლურემიმ 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

უილიამ ოლურემი ჯონი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოში ითამაშებს.

დატოვე კომენტარი