უიღბლო ტური ბელგიაში - ჩაკვეტაძე განაცხადშიც არ იყო, მიქაუტაძემ ვერ გაიტანა #1TVSPORT
უიღბლო ტური ბელგიაში - ჩაკვეტაძე განაცხადშიც არ იყო, მიქაუტაძემ ვერ გაიტანა #1TVSPORT

ბელგიის ჟუპილერლიგის მე-19 ტურში „გენტი” მეხელენს” ესტუმრა და ზედიზედ 4 მოგების შემდეგ 4:3 დამარცხდა. ჰეინ ვანჰეზებრუკის გუნდი ჯერ იგებდა, მერე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 70-ე წუთზე გაშვებული ბურთით დამარცხდა.

რაც მთავარია – გუნდის განაცხადში ზედიზედ მესამე შეხვედრაა გიორგი ჩაკვეტაძე არ იყო. ბელგიურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი „გენტს” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს და ახალ კლუბში გადავა.

ბელგიურ პრესაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფრომაცია საკმაოდ აქტიურად ვრცელდება და არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ კლუბში ვიხილოთ.

მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემაც, რომლის „სერენმა“ „სერკლ ბრიუგესთან“ გასვლაზე 2:0 წააგო. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი ლიეჟის გუნდის ძირითად შემადგენობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მაგრამ შედეგიანი სერიის შემდეგ, მესამე შეხვედრაა არ გაუტანია.

შენგელიას „ეუპენმა“ ბელგიური ფეხბურთის გრანდი „ბრიუგე“ მიიღო და 0:4 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მეოდანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:3 იყო.

19 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან ყველაზე წინ 30 ქულით „გენტია“, რომელიც მე-5 ადგილზეა. „ლეუვენი“ 20 ქულით მე-15 პოზიციაზეა, ხოლო „სერენი“ (19) მე-16 ადგილზე დაქვეითდა.

მერაბ მამულაშვილი have