უიღბლო მატჩი „შტუტგარტთან“ - მამარდაშვილის „ვალენსია“ გერმანალებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი გერმანიის ბუნდესლიგელ „შტუტგარტთან“ გამართეს და დამარცხდნენ.

21 წლის ქართველი მეკარე ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, მაგრამ დაცვის სუსტი თამაშის გამო ბევრი პრობლემა შეექმნა.

მე-16 წუთზე „შტუტგარტის“ პორტუგალიელებმა თავდამსხმელმა ტიაგო ტომაშმა დაცვის შეცდომით ისარგებლა და გერმანელები დააწინაურა. 24-ე წუთზე ანგარიში მარკოს ანდრემ გაათანაბრა. 43-ე წუთზე მამარდაშვილმა დასანანი შეცდომა თავადაც დაუშვა, ბურთი ფეხით ცუდად მოიგერია და ტომაშმა შეცდომა არ აპატია და შორიდან ბურთი თავზე გადაუგდო 2:1.

გერმანელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში პირველივე შეტევით „ვალენსიას“ მესამეც გაუტანეს. სწრაფი კონტრშეტევა ახლოდან სილას ვამანგიტუკამ (სილას კატომპა მვუმპა) დააგვირგვინა – მამარდაშვილი ბურთს გადაეღობა, მაგრამ ვერ დაიჭირა.

თამაში უხვგოლიანი გამოდგა. მარკოს ანდრემ 55-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ სამ წუთში კოლუმბიელმა ხუან პერეამ სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და გერმანელები ისევ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

ბუნდესლიგელებმა ესეც არ იკმარეს და ბოლო წამზე პრესინგით კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. თავი დარკო ჩურლინოვმა გამოიჩინა და „შტუტგარტმა” 5:2 გაიმარჯვა.