უგუნდოდ დარჩენილი ლორია „დინამოში“ ვარჯიშობს
უგუნდოდ დარჩენილი ლორია „დინამოში“ ვარჯიშობს

გიორგი ლორია თბილისში დაბრუნდა და თავის ყოფილ გუნდში, „დინამოში“ ვარჯიშობს.

როგორც თბილისურ კლუბში გვითხრეს, დარჩებაზე გიორგისთან მოლაპარაკება არ ყოფილა და ის მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ ორიოდე დღის წინ რუსეთის პრემიერლიგელ სამარის „კრილია სოვეტოვთან“ კონტრაქტი უთამაშებლობის გამო დაარღვია.

32 წლსი კიპერი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს. სად გააგრძელებს გიორგი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.